ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში სასწავლო წლის დაწყება, ტრადიციულად, დღესასწაულად იქცა
15-09-2025

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. დირექცია და პედაგოგები სასწავლო პროცესის განახლებას სრული მზადყოფნით ხვდებიან, გარდა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა, სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობაზე და მათ საზეიმოდ მორთულ გარემოს ახვედრებენ. 

ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები არიან. წელს პატარებს ცოდნის ჯადოსნურ საამყაროში მათი საყვარელი ზღაპრის გმირები შეუძღვნენ. პირველკლასელებს ანიმატორებმა სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

პირველკლასელთა ემოციები, ბედნიერი მშობლები, ახალი მასწავლებლები, გასამხნევებლად მოსული საყვარელი ზღაპრების გმირები, საჩუქრები, ყვავილები... - ასეთია 15 სექტემბრის ქრონიკები. 

დილა კი, რა თქმა უნდა დროშის აღმართვითა და სახელმწიფო ჰიმნის აჟღერებით დაიწყო. 

წელს, სკოლაში 35-ე თაობა მიიღეს დიდი სიხარულითა და სიყვარულით. 

ტრადიციულად, 100-მდე პირველკლასელისთვის, მათი პედაგოგებისა და ოჯახის წევრებისთვის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სკოლის მოძღვარმა მამა დიმიტრი სარჯველაძემ აღავლინა პარაკლისი, დალოცა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პატარებს და მათ აღმზრდელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203