დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
15-09-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. 

გაიმართა საზეიმო ღონისძიება - სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა - ცეკვით, სიმღერითა და კარგი განწყობით აღინიშნა პირველი სასწავლო დღე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში 15 სექტემბერი ყოველთვის დღესასწაულია, დირექციასა და პედაგოგებს ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ, დადებით ემოციებს კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით უზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203