
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).
რაც შეეხება განათლებაში დასაქმებულთა ანაზღაურებას, რეიტინგებში ბოლოდან მეორე ადგილზეა.
