იანეულის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა
15-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. ტრადიციულად, მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები, გამართული ინფრასტრუქტურა და მოსიყვარულე პედაგოგები დახვდათ სკოლაში მისეულ მოსწავლეებს. 

გაიმართა საზეიმო მიღებაც. სკოლის დირექტორმა ლალი წულაიამ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა და ხალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ, მათ განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს. ყველაზე პატარებს საკლასო ოთახებში ფერადი ბუშტები და ლამაზად მორთული გარემო დახვდათ. 

სკოლაში ახარებთ სასწავლო პროცესის განახლება და მოსწავლეებს კვლავ დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203