მოსწავლეთა საზეიმო მიღება ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში
15-09-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. ეზოში ღონისძიება გაიმართა. კარის წინ გაფენილ წითელ ხალიჩაზე მოსწავლეებმა სიამაყით გაიარეს.

დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - თვალებგაბრწყინებული, ახალი ემოციებითა და სწავლის წყურვილით. 

მათთვის დღეიდან დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი იწყება, პატარებს ცოდნის სამყაროში სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით შუძღვნენ. 

სკოლის დირექტორმა, ოთარ ჩხაიძემ, მისმა მოადგილე მაია ფხაკაძემ და  და პედაგოგებმა პირველკლასელებს განსაკუთრებულად მიულოცეს პირველი ნაბიჯები ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში. 

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს, საინტერესო აღმოჩენებს, ბედნიერ დღეებს და უამრავ მიღწევას. იყავით მუდამ ასეთი ლამაზები, ჭკვიანები და მიზანდასახულები. დაე, ეს წელი სავსე იყოს ახალი მეგობრებით, ცოდნითა და სიხარულით! წარმატებები, ჩვენო  მერცხლებო!“- აღნიშნა საზეიმო ღონისძებაზე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეთა თბილი და საზეიმო დახვედრა. დირექციამ და პედაგოგებმა წელსაც დაამტკიცეს, რომ N16 საჯარო სკოლა არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სიყვარულსა და პასუხისმგებლობას სწავლობენ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203