
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთია ანი ხანთაძე, რომელმაც უფროსი მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით შეხვდა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის პროფესიული წინსვლა. სკოლის დირექტორი ციური გოგიბერიძე და პედაგოგები ანი ხანთაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„ჩვენო საყვარელო ანი!
სულით და გულით გილოცავთ ამ მიღწევას – უფროსი მასწავლებლის სტატუსს! ეს არა მხოლოდ კარიერული წინსვლა, არამედ თქვენი დაუღალავი შრომის, ერთგულების და გულისხმიერების ბუნებრივი გაგრძელებაა.
თქვენი ცოდნა, ადამიანობა და გაცისკროვნებული ღიმილი ყოველთვის განსაკუთრებულად მოქმედებდა როგორც მოსწავლეებზე, ისე კოლეგებზე. თქვენი გაკვეთილები მხოლოდ საგნის სწავლა არ იქნება – ისინი მოსწავლეებს აავსებს- სითბოთი, სიყვარულით და მოტივაციით.
ახლა, როდესაც ახალ საფეხურზე დადგით ფეხი, ეჭვი არ შეგეპაროს – ეს სტატუსი ზუსტად ის ადგილია, რომელსაც თქვენსავით ნათელი და შრომისმოყვარე ადამიანი იმსახურებს.
გისურვებთ, რომ ყოველი დღე სავსე იყოს შთაგონებით, სიახლეებითა და ბედნიერებით, რომლებიც თქვენს საქმიანობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.
ჩვენ გულით გვიხარია, რომ შენ ჩვენს გვერდით ხარ – არა მხოლოდ როგორც კოლეგა, არამედ როგორც ადამიანი, ვისთან ერთადაც ყოველდღიური ურთიერთობა ერთგვარი ბედნიერებაა.
გილოცავთ, ანნი! გვიყვარხარ, წინ კიდევ ბევრი წარმატება გელოდება!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.