
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად უქციონ.
იმისთვის, რომ ბავშვებს სასკოლო ცხოვრების პირველივე წუთებიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეექმნათ, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ლალი მურადაშვილმა საკლასო ოთახი ზღაპრულად მორთო. წელს პედაგოგმა სულ ექვსი პირველკლასელი მიიღო.
როგორც თავად აღნიშნავს ახალი თაობის მისვლა სკოლაში ყოველთვის ახარებს და ცდილობს ცოდნის სამყაროში საზეიმოდ შეუძღვეს.
„არ ვარღვევ ტრადიციას და ბავშვებს ყოველთვის ვუმზადებ პატარა საჩუქრებს.... პირადი საჩუქრები და ფერადი სამყარო ელოდებათ ჩემს პატარებს“,- აღნიშნავს პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
„ჩემო პატარა მეგობრებო!
კვლავ გპირდებით, რომ დღეებს ერთად გავაფერადებთ
წარმატებები და ფერადი ცხოვრება მისურვებია ცხოვრების ბილიკებზე!“- აღნიშნავს პედაგოგი და ფოტოსურათებს გვიზიარებს.
იხილეთ ფოტოები: