
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან ზოგად განათლებას აძლევს და საფუძველს უყრის მათ მრავალმხრივ განვითარებას, რაც ახალგაზრდების მომავალ წარმატებაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან - ლინდა გულბანი და დათო ბერიძე. ლინდა გულბანმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, დათო ბერიძე კი ვერცხლისმედალოსანია.
ახლახან, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულების საზეიმოდ დაჯიდლოვდნენ.
10 სექტემბერს, წალკის მერმა - ილია საბაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილმა და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - არსენ ჯმუხაძემ წალკის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. მათ შორის იყვნენ სამების საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებულიც.
სკოლაში ახარებთ მათი წარმატება და ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში.
„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: