კერძო სკოლა „ცოდნას“ IV-V-VI-VII კლასების მოსწავლეთა სასწავლო პროგრამას ჩინური ენა დაემატა
12-09-2025

ქალაქ თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ მნიშვნელოვანი სიახლეა. მე-4-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ჩინურ ენას ისწავლიან. 

ჩინური ენა IV-V-VI-VII კლასების სასწავლო პროგრამას დაემატა- ინფორმაციას ამის შესახებ თავად სკოლა ავრცელებს. 

„სიახლე ჩვენს სკოლაში!

გვინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ 2025 წლიდან IV-V-VI-VII კლასების სასწავლო პროგრამას დაემატა - ჩინური ენა.

ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა და თანამედროვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ენა

你好 (ნი ხაო) — გამარჯობა!

ჩვენი გზა ახალი ცოდნისკენ დაიწყო!

წინ მრავლფეროვანი განათლებისკენ!“,- ვკითხულოთ სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ უცხოური ენების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203