
15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება და მიუხედავად განათლების მიმართულებით არაერთი ცვლილებისა, უცვლელია პედაგოგების სახელფასო სქემა.
თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვარაუდი, რომ შესაძლოა გაიზარდოს კლასის დამრიგებლობის დანამატი.
საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge დეტალების გასარკვევად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე დამრიგებლობის დანამატის ზრდის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ:
„ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით... თუ რაიმე გადაწყდება სკოლებს ეცნობებათ“, - განმარტეს ცხელ ხაზზე.