საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინფორმაციით, 12 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ონლაინ ვებინარი თემაზე - „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრაქტიკული ასპექტები, ფორმა და შინაარსი.
კერძოდ: ეროვნული სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობის საჭიროება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისას;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სარეკომენდაციო ფორმა;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თითოეული კომპონენტის შევსების პრინციპები და პასუხისმგებელი პირები;
საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის დირექციის, საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის.