
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ მათემატიკის ხარისხიან და სიღმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახალ სასწავლო წელს „ცოდნაში“ მათემატიკის კლუბი იხსნება, სადაც მოსწავლეები საგნის გაძლიერებულ სწავლას შეძლებენ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს კლუბში ელოდებათ შემეცნებითი, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული სწავლება.
„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!
ვისთვის არის ეს კლუბი?
რას მიიღებს მოსწავლე?
• თემატურად გაწერილი კვირის გაკვეთილები;
• ვიზუალური და პრაქტიკული ახსნები;
• ინდივიდუალური მიდგომა;
• შემაჯამებელი ტესტები პროგრესის შეფასებისთვის;
ლოკაცია: კერძო სკოლა „ცოდნა“
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ - სამშაბათი - ხუთშაბათი (ან პარასკევი)
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია:
ჯგუფებში ადგილები შეზღუდულია და რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით 15 სექტემბრამდე - 557 638429;
მოდი, ერთად ვაქციოთ მათემატიკა მარტივად გასაგებად და საინტერესოდ!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში.