
ხარისხის გაუმჯობესების საერთო მიზნისთვის გაერთიანდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა საგანმანათლებლო ორგანიზაცია English Book Education-თან.
სკოლის ინგლისური ენისა და მათემატიკის პედაგოგებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო მათი პროფესიული უნარების გაღრმავება და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ის არა მხოლოდ აძლიერებს პედაგოგების კომპეტენციას, არამედ ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ინოვაციურობას მოსწავლეებისთვის.
პედაგოგებმა მიიღეს ახალი ცოდნა და გაიზიარეს გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ, უკეთ მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის და მოერგონ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო მოთხოვნებს.
English Book Education-სა და წმინდა ნინოს სკოლის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია უამრავი საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის:
კონფერენციები და სემინარები: სადაც პედაგოგებს ექნებათ საშუალება, განიხილონ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეები და გაცვალონ საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგები კონკრეტული დისციპლინების მიმართულებით, რაც დაეხმარება მათ, გაიღრმავონ საგნობრივი ცოდნა და დახვეწონ სწავლების უნარები.
ერთობლივი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
„English Book Education და მისი პარტნიორი აკადემიური დაწესებულებები ერთად ქმნიან საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობა, განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას“,- დასძენენ სკოლაში.