სკოლა „ანაბასისში“ პირველკლასელთა მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
10-09-2025

სკოლა „ანაბასისში“ ღია კარის დღე გაიმართა.

სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში პირველკლასელთა მშობლები მიიწვია.

შეხვედრა გაიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს გააცნო სკოლის მისია, ღირებულებები და სტრატეგიული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშობლებთან თანამშრომლობის ფორმებს, რომელიც სკოლის წარმატებული მუშაობის საფუძველს წარმოადგენს.

დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა - მარიამ ჭულუხაძემ, საკუთარი მდიდარი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მშობლებს მოუთხრო, თუ როგორ ხორციელდება არაფორმალური განათლება სკოლა „ანაბასისში“, როგორ მუშაობს სკოლა, რომ მოსწავლეებმა სწავლასთან ერთად მიიღონ სიხარული, გახდნენ კრეატიული, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნებები.

პედაგოგის საინტერესო პრეზენტაცია მოიცავდა როგორც სკოლის ტრადიციულ ყოველწლიურ პროექტებს, ასევე მასწავლებლის პირადი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს.

ღია კარის დღე მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში - მშობლებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ სკოლის ადმინისტრაციისათვის, პედაგოგებისათვის, მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

„მშობლებთან თანამშრომლობა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საყრდენია. სწორედ მათი ნდობისა და აქტიური ჩართულობის წყალობით „ანაბასისი“ მყარად და წარმატებულად დგას საგანმანათლებლო სივრცეში. დიდი მადლობა ყველა მშობელს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვისა და ერთობლივი საქმისთვის. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2025–2026 სასწავლო წელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203