
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სამასწავლებლოში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომა დალოცა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლა - გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
სხდომაზე დირექციამ და პედაგოგებმა განიხილეს ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი და განსახორციელებელი საქმიანობის დეტალები და დაგეგმეს 2025-2026 სასწავლო წელი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზია მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, სასწავლო პროცესში სიახლეებს ნერგავს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს - სწორედ ამ მიდგომებით აპირებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია სასწავლო პროცესის განახლებას.
„გიმნაზია უსურვებს ყველას წარმატებულ და სიახლეებით სავსე სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: