
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაციაში ეხმარებიან და სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს უხალისებენ.
სკოლამ ყოველწლიურ პროექტ „ზაფხულის სკოლის“ ფარგლებში პირველკლასელებს უმასპინძლა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ზაფხულის სკოლა საკმაოდ ნაყოფიერი და თავშესაქცევი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
პედაგოგებმა პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მეტად საინტერესო აღმოჩნდა ფინალური დღეც.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
„წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ, პატარებო! სულ მალე სრული შემადგენლობით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს! წინ ახალი გამოწვევებისა და მიზნებისაკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და 15 სექტემბერს პატარებს დიდი სიყვარულით ელოდებიან.
იხილეთ ფოტოები: