„წინ, ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად“-აფხაზეთის N14 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
10-09-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - დიტო ჭოლარიამ და ლიზი გითოლენდიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 

დიტო ჭოლარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და ლიზი გითოლენდია კი მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ - მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ და ახალგაზრდებს ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ კურსდამთავრებულებს წარმატებულ ჩარიცხვას - დიტო ჭოლარიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში -საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და ლიზი გითოლენდიას ალტერბრიჯში -მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში - მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე.

წინ, ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203