აფხაზეთის N10 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას ულოცავენ 
10-09-2025

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. ამასთან არაერთმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში ახარებთ, რომ როგორც მათმა, ისე კურსდამთავრებულთა შრომამ შედეგი გამოიღო და ახალგაზრდებს ბედნიერ სტუდენტობასა და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ვულოცავთ, წლევანდელ კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებას! წელს სკოლის ანგარიშზეა: 3 - 100 %-იანი, 70 %-იანი და ბევრი 50%-იანი გრანტი ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებში. გილოცავთ, ყველას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203