
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად ესტუმრა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუმრებს №6 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა წოწორიაამ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია და პედაგოგებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას გაეცნო.
მასწავლებლებთან შეხვედრისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.