თბილისის N142 სკოლის პედაგოგ ეკატერინე ტაბატაძის თანაავტორობით განხორციელებულმა საერთაშორისო პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშ​ანი მოიპოვა
10-09-2025

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში, იმდიდრებენ ცოდნასა და გამოცდილებას. 

ამის ნათელი მაგალითია, ის რომ სკოლის V კლასის საერთაშორისო პროექტი „BIOdiversity“ დაჯილდოვდა eTwinning-ის ეროვნული ხარისხის ნიშნით (National Quality Label). პროექტი განხორციელდა მასწავლებელ ეკატერინე ტაბატაძისა (საქართველო) და პოლონელი მასწავლებლის, პაულინა ლორინსკას (Paulina Lorinska) ერთობლივი ავტორობით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პრესტიჟული აღიარება მოწმობს მოსწავლეთა ერთწლიანი აქტიური მონაწილეობისა და შრომის ხარისხს, ასევე მათ დამოკიდებულებას გარემოსდაცვითი განათლებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისადმი.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა მიიღეს ცოდნა ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ, რაც მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203