ქობულეთის N5 საჯარო სკოლის ბაზაზე მოსწავლეები პროფესიული განათლების მიღებას შეძლებენ 
09-09-2025

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული პროგრამები სკოლაშივე გაიარონ. 

სკოლაში სიხარულით აღნიშნავენ, რომ სკოლის ბაზაზე შესაძლებელი გახდა ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღება. 

„ახალი ეტაპი ჩვენს სკოლაში!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია ახლად გახსნილმა პროფესიულმა სასწავლებელმა!

ეს ნიშნავს, რომ ახლა ჩვენს სივრცეში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება ხარისხიანად და ოფიციალურად აღიარებულ პროგრამებზე.

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევთავაზოთ თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიული კურსები - „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ნაბიჯი შესაძლებელი გახადა - ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მხარდამჭერებს!

ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203