ჯვარის N1 სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალურ​ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
10-09-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მარადმწვანეები“, რომლიც წევრებით არაერთ ეკოაქტივობაში არიან ჩართულნი და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. მათ შორის ეკოკლუბელებმა არაერთი აქტივობა განახორციელეს მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025“-ის ფარგლებში. 

კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე კი საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. 

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა ზუგდიდში, მესხიას უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

წელს, კონკურსს ჯვარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარადმწვანეები“ (The Evergreens) მეხუთედ აქტიურად შეუერთდა. ფინალურ ღონისძიებაზე ეკოკლუბმა წარადგინა წლიური მუშაობის შედეგები მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად განხორციელებული აქტივობების ფარგლებში.

კლუბის საქმიანობის ერთი წლის შეჯამება ნახევარფინალურ შეხვედრაზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს - ლიზი მატუამ და ქრისტინა ქარდავამ. მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს შესრულებული აქტივობები, რის გამოც დადებითი შეფასება და ჟიურის მადლობა დაიმსახურეს. ასევე მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

სკოლაში ახარებთ ეკოკლუბელების წარმატება და დასძენენ, რომ ეკოკლუბი ახალ სასწავლო წელსაც განაგრძობს მუშაობას. უფრო მეტი მონდომებითა და ახალი იდეებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203