„ყოველთვის სიამაყით დაველოდებით თქვენს წარმატებებს“ -საჩინოს თემის N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
10-09-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნანა გაბედავამ, ლიზა ლომაიამ, ნიკუშა შელიამ, გიორგი ფიფიამ, ლუკა შელიამ და გუგა კვირკვიამ - ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის ნანა გაბედავამ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ. დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და უსურვებენ წარმატებით დაეუფლონ არჩეულ პროფესიებს ასახელონ, სკოლა, სოფელი და ქვეყანა. 

„ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო: ნანა გაბედავა, ლიზა ლომაია, ნიკუშა შელია, გიორგი ფიფია, ლუკა შელია და გუგა კვირკვია. ყველას გილოცავთ სტუდენტობას, მათ შორის ნანას 50%-იანი გრანტის მოპოვებას. ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს და ბედნიერ, წარმატებულ მომავალს გისურვებთ.

ვულოცავთ თქვენს მშობლებს და ვულოცავთ ჩვენს სკოლასაც. ჩვენ ყოველთვის სიამაყით დაველოდებით თქვენს წარმატებებს. გზა დაგელოცოთ, წინ, ახალ-ახალი წარმატებებისკენ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203