
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაია ლაპიაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორისაა.
აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, სწორედ ამ რაოდენობის პედაგოგებიდან შეირჩა მაია ლაპიაშვილი 5 ფინალისტს შორის.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 30 სექტემბერს გამოვლინდება და მას 15 000 ლარი გადაეცემა.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა ამაყობს და წარმატებებს უსურვებს პედაგოგს კონკურსში.