
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორისაა.
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 8 სექტემბერს დასახელდა. ერთ-ერთი ჟანა ხაჩატურიანია, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
ფინალისტებიდან ერთ-ერთი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება, რომლესაც 15 000 ლარი გადაეცემა.
სასკოლო საზოგადოება ამაყობს და წარმატებებს უსურვებს პედაგოგს კონკურსში.