
2025-2026 სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლებში 47630 მოსწავლე დარეგისტრირდა პირველ კლასში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, რეგისტრირებულთა რაოდენობა საჯარო და კერძო სკოლებში შემდეგნაირად გადანაწილდა: საჯარო სკოლში რეგისტრირებულია 40972 პირველკლასელი, ხოლო კერძოში - 6658.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. 2024-2025 სასწლო წელს პირველ კლასში სწავლა დაიწყო 53079-მა მოსწავლემ, 2023-2024 სასწავლო წელს - 55767-მა მოსწავლემ, ხოლო 2022-2023 სასწავლო წელს 59043-მა მოსწავლემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება სკოლების უმრავლესობაში, პირველკლასელებს კი ტრადიციულად სახელმძღვანელოები და ბუკები დახვდებათ მერხებთან.
etaloni.ge ყელა პირველკლასელს ულოცავს და წარმატებულ სასკოლო ცხოვრებას უსურვებს!