
მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ სხვადსხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის განათლებზე და ანაზღაურებაზე. აღნიშნა, რომ დაგეგმილია, განათლების ამბიციური რეფორმა და ისიც დააზუსტა, რომ მომავალი წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასი კვლავ 10%-ით გაეზრდებათ.
„მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით. 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა. შეეხება თუ არა ანაზღაურების მატება სკოლებისა და ბაღების პერსონალს, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, „სადაც მთავრობას განსაკუთრებული გეგმები აქვს“.
ასევე ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენის ზუსტი დრო, სამაგიეროდ აღნიშნა, რომ ცვლილებები ზოგადი განათლების მიმართულებითაც იგეგმება.
„განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი არა მხოლოდ უმაღლესი განათლების დონეზე, არამედ ზოგადი განათლების დონეზეც გვჭირდება უამრავი ცვლილება და ერთობლივი მუშაობით ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მინისტრმაც ისაუბრა