ზოგადი განათლების კანონში ცვლილება სკოლების ავტორიზაციას შეეხება - ცვლილებას პარლამენტი აანონსებს
18-10-2025

სკოლებისა და პროფესიულებისთვის უქმდება ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოსასწორებლად განკუთვნილი 60 დღიანი ვადა - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაში ვკითხულობთ. 

ცვლილება უნდა შევიდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც სამოქმედო გეგმაში წერია: ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს 60 დღის ვადა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონით აღარ იქნება დარეგულირებული. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხარვეზის გამოსწორების ვადას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო, ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული სტანდარტის/კომპონენტის შეფასების მიხედვით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203