ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის 13 წარჩინებული კურსდამთავრებული საზეიმოდ დაჯილდოვდა
08-09-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს საფუძვიან ზოგად განათლებას სთავაზობს, მათ სასწავლო შემართებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე ზრუნავს, ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. რა თქმა უნდა, სკოლას არაერთი ჩარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს 2024-2025 სასწავლო წლის 13 მედლოსანი ახალგაზრდა, რომლებიც ზუდგიდის მერიამ წარჩინებით სწავლისთვის დააჯილდოვა. 

2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მერიაში გაიმართა. 

მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცეს.

დაჯილდოვდა 146 ოქროსა და 14 ვერცხლის მედალოსანი წარმატებული მოსწავლე.

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლიდან იყვნენ:

  • ნინო ყორშია;
  • მარიამ დარსანია;
  • ნანიკო ეხვაია;
  • ნინი გამისონია;
  • სანდრო ჯოჯუა;
  • ელენე ვეკუა;
  • მარიამ გოგოხია;
  • ლერა ჩოკორაია;
  • ნია ჭკადუა;
  • ნინი ქვარცხავა;
  • ავთო მესხი;
  • მარიამ ტაბაღუა;
  • ანანო საჯაია.

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულთა მონდომებით და ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში

„წარმატებები მომავალში!“- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივრებად რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203