
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს. სასიხარულოა, რომ მათი მრავალწლიანი შრომა ფასდება, სკოლას არაერთი ჩარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორისაა, 2024-2025 სასწავლო წლის ოქროსმედალოსანი მარიამ ცქიტიშვილი, რომელიც ახლახან ზუგდიდის მერიამ დააჯილდოვა.
2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება ზუგდიდის მერიაში გაიმართა.
მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცეს.
ასევე, ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის წამყვან მასწავლებელს - დალი ჭკადუას
სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების მინიჭების გადაწყვეტილება, საპატიო წოდების მინიჭების სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში პედაგოგის პროფესიული ღვაწლის დაფასება და მოსწავლის შრომის აღიარება ახარებთ.
„ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა ულოცავს მარიამ ცქიტიშვილს და დალი ჭკადუას დამსახურებული ჯილდოს მიღებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.