„გილოცავთ, თქვენი გზა შთაგონებაა მათთვის, ვინც ახლა სწავლობს“- ზუგდიდის N5 სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
08-09-2025

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. ხუთმა მათგანმა კი სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა. 

  • მარიამ ცქიტიშვილი - 50%-იანი დაფინანსება;
  • სალომე გირგვლიანი -50%-იანი დაფინანსება;
  • ლაშა თოდუა - 50%-იანი დაფინანსება;
  • ლიზი ფიფია - 50%-იანი დაფინანსება;
  • სანდრო კიკალიშვილი -50%-იანი დაფინანსება.

სკოლაში ახარებთ, რომ როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამიღო და მათი აღზრდილები, დღეს უკვე სტუდენტის სტატუსით გააგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას. 

„ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შრომა, ცოდნის სიყვარული და მიზნისკენ სვლა ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებიც ახალ თაობებს მისცემენ სტიმულს, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

გილოცავთ, თქვენი გზა შთაგონებაა მათთვის, ვინც ახლა სწავლობს.

წარმატებები სტუდენტურ ცხოვრებაში! დარწმუნებულები ვართ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გელით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივრებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203