„ასეთი ახალგაზრდები სოფლის და ქვეყნის სიამაყეა“ - დარჩელის N1 საჯარო სკოლა წარჩინებულ კურსდამთავრებულს - გიორგი ოგბაიძეს გვაცნობს
08-09-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა. 

დღეს, სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - გიორგი ოგბაიძეს გვაცნობს, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და გამორჩეული პროფესიონალია. 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული - წარმატებული, ნიჭიერი და საამაყო ახალგაზრდა გიორგი ოგბაიძე სულ 21 წლისაა, თუმცა უკვე 19 წლის ასაკში დააფუძნა საკუთარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მცირე დროში გახდა წარმატებული და ფართოდ აღიარებული როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე.

მისი გამორჩეული ინტელექტის, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის შედეგად, გიორგი დღეს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო დიასპორული ურთიერთობების მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მისი პროფესიონალიზმისა და თავდადების ხარისხს.

ასეთი ახალგაზრდები სოფლის და ქვეყნის სიამაყეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი ოგბაიძე მომავალში გახდება გამორჩეული საზოგადო მოღვაწე და დიდი პიროვნება.

მისით ჩვენი სკოლა, სოფელი და მთელი საზოგადოება ყოველთვის იამაყებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203