
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და სასწავლო მოტივაციაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის არიან ნინო არდია, გვანცა გერგედავა, ლექსო კუხალეიშვილი, დიმიტრი ზაქარაია, რომელებისც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.
სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა წარმატება და ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გაარძელონ სწავლა, ახალა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში.
„გილოცავთ, ძვირფასებო! სულ წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური ცხოვრების გზაზე. გვეამაყებით ოქროსმედალოსნებო - ნინო არდია, გვანცა გერგედავა, ლექსო კუხალეიშვილი, დიმიტრი ზაქარაია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: