საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგ თამუნა ხუფენიას სტატია ჟურნალში გამოქვეყნდა
08-09-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის გეოგრაფიისა და ბუნების მასწავლებლის თამუნა ხუფენია პედაგოგობასთან ერთად, კვლევით-სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. 

მის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას სამეგრელოს რეგიონზე, ჟურნალ „ინტელექტის“ აგვისტოს ნომერის ფურცლებს ამშვენებს

კვლევის ძირითადი აღმოჩენებია:

ტემპერატურის ცვლილება და მისი გავლენა ადგილობრივ ეკოსისტემაზე;

ნალექების არასტაბილურობა და შედეგები სოფლის მეურნეობაზე;

წყლის რესურსების შემცირება და გვალვები;

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული სტატია წარმოადგენს მნიშვნელოვანს რეგიონში კლიმატის ცვლილების გავლენის უკეთ აღქმაში და მოსაზრებების ჩამოყალიბებაში, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას.

„კლიმატური ცვლილებების გავლენა სამეგრელოს რეგიონზე“ დაინტერესებული პირები სტატიას იხილავთ ჟურნალ „ინტელექტის“ 2025 წლის აგვისტოს N2(79) ნომერში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203