
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები საზაფხულო ბანაკს სტუმრობდნენ, სადაც სამი აქტიური და შემოქმედებითი დღე დაჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი ინგლისური ენის მასწავლებლებისა და „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების ორგანიზებით ჩატარდა.
ბავშვებმა ინგლისური ენის უნარები სხვადასხვა თამაშის, ხელოვნების, პროექტების, პრეზენტაციების და კონკურსების საშუალებით განივითარეს.
მოსწავლეები ბანაკიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: