
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, STEAM კლუბი გაიხსნება, რომელსაც პედაგოგი ირმა ფიფია გაუძღვება.
ირმა ფიფია უკვე წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, 200 მასწავლებელს შორის მოხვდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ საპატიო ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.
სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგს წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები ირმა მასწავლებელს და ყველა მონაწილე სკოლის წარმომადგენელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.