
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით გამოირჩევიან. ამ მიმართულებით, კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში.
სულ ახლახან კი, ქარიატის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა რუხაია მოიპოვა საამაყო წარმატება, მისმა პროექტმა - „სოფლის ეკობაღი“ მწვანე ბანაკის კონკურსში გაიმარჯვა.
„მწვანე ბანაკის“ მიზანია კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა და კლიმატის მედეგობის გაზრდა ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, მდგრადი მობილობისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების გამოყენებით.
მოქალაქეების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა კლიმატის ცვლილებებთან და მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ინიციატივებში.
უნარების განვითარებით, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობითა და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნით ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე ბანაკი“ ხორციელდება დანიიის მთავრობის მხარდაჭერითა და CENN-თან პარტნიორობით.