მარტვილის N1 სკოლაში პროფესიული მოკლევადიანი პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს
08-09-2025

მარტვილის N1 სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიას სკოლაშივე ეუფლებიან. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული მოკლევადიანი პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს.

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ - ფარგლებში, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული გადამზადების პროგრამა კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.

30 ივლისს, პროგრამაზე სწავლა მესამე ნაკადმა შემაჯამებელი გამოცდით წარმატებით დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდა მიღება და წარმატებით ჩატარდა პროფესიული მომზადება მოკლევადიანი კურსის სახით.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები აბარებენ შემაჯამებელ გამოცდებს, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეების, ადგილობრივი ახალგაზრდების და ზრდასრულთა პროფესიული უნარების განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203