ბუნების ქომაგები გაჭედილის საჯარო სკოლიდან - ეკოკლუბელები გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში წარმატებით წარდგნენ
08-09-2025

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით განათლებასა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში. 

სკოლის ეკოკლუბელები (პრეზენტატორები: როინ ბჟალავა, მარიამ კირთაძე)  „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025“-ის ნახევარფინალში ღირსეულად წარდგნენ. 

სკოლაში ახარებთ ბუნების ქომაგების წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენთვის - ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებისა და გუნდის თანამშრომლობის მხრივ. ნახევარფინალამდე მისვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთად შეგვიძლია დიდი ცვლილებების მოხდენა გარემოს დასაცავად! მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ გავედით, მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია და მოტივაციას გვაძლევს, მომავალში კიდევ უფრო მეტი მონდომებით ჩავერთოთ მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203