
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ და კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ.
„2024-25 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები დღეიდან უკვე სტუდენტის სტატუსით განაგრძობენ განათლების დაუფლებას. ჩვენ დიდი ინტერესითა და სიყვარულით, მოლოდინებითა და იმედებით მივადევნებთ თვალყურს მათ ცხოვრებას, გავიხარებთ მათი წარმატებებით და ვიამაყებთ ჩვენი წვლილით მათ სწორად გადადგმულ ნაბიჯებში... ვულოცავთ ჩვენს აღზრდილებს და თითოეულ ახალგაზრდას სტუდენტის სტატუსს. შემდგომი წარმატებები მათ!
ასევე ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასელ ალექსანდრე გამსახურდიას სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოწყობას. წარმატებები ალექსანდრეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ მხარდამჭერებად რჩებიან.