
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, მათი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები კი წახალისებული.
სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსსა თუ ფესტივალში.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში ყოველწლიურად ტარდება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „მაიამის მარგალიტი“, რომელსაც ასევე აქტიურად შეუეთდნენ ქუთაისის №4 სკოლელები.
სკოლის მოსწავლეებმა - ნია პავლიაშვილმა (სოლისტი) და ბარბარე იეთიშმა, ჩაწერეს ფესტივალის ჰიმნი, რომლის პრემიერაც შედგება მაიამიში, გაზაფხულზე.
მუსიკისა და ტექსტის ავტორია კომპოზიტორი, პოეტი, მუსიკის მასწავლებელი ნუკრი კარკაძე. არანჟირება ეკუთვნის ერეკლე დიდიას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფესტივალში მოსწავლეთა მონაწილეობაზე ზრუნავდნენ მუსიკის პედაგოგი თამილა გიგატაძე და ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია.