ცნობილია, ვისთვის არის სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება
08-09-2025

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. 

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სავალდებულოობა ვრცელდება:

დუალური სწავლების ფორმით განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე,

იმ პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც ეფუძნება ისეთ პროფესიულ საგანმანთლებლო სტანდარტს, რომელშიც საკვალიფიკაციო გამოცდა  განსაზღვრულია კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად, გარდა იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების, პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის წარმოადგენს კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელ წინაპირობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203