„გილოცავთ, კიდევ ერთ აღიარებულ ავტორიზაციას“- ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა
05-09-2025

ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლას ავტორიზაციის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება.

სკოლის ბაზაზე ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სექტორი – „ადმინისტრაციული სერვისები“. პროგრამაზე მიღება უკვე დაწყებულია. პროგრამა ორწლიანია და დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ, საშუალო განათლების ატესტატთან ერთად მიიღებენ პროფესიული განათლების დიპლომს.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გილოცავთ, კიდევ ერთ აღიარებულ ავტორიზაციას!!! მიღება დაიწყო!

ახალი 2025-2026 სასწავლო წლიდან, სსიპ ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ბაზაზე იხსნება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სექტორი – „ადმინისტრაციული სერვისები“!

პროგრამა განკუთვნილია საბაზო ( ვინც დაასრულა IX კლასი/ X კლასი) განათლების მქონე მოსწავლეებისთვის.

  • სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

სრული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა:

  • საშუალო განათლების ატესტატი და
  • პროფესიული განათლების დიპლომი („ადმინისტრაციული სერვისები“) ორივე ერთად.

თუ გსურს მიიღო ზოგად განათლებასთან ერთად პროფესიული უნარები და გქონდეს კარიერული სტარტი ადმინისტრირების სფეროში - ეს პროგრამა შენთვისაა!

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

ტელეფონი: 577624741, 577643765

მისამართი: ლანჩხუთი, მუსხელიშვილის 9/11

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 25 /09/2025

გელოდებით მესამე საჯარო სკოლაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203