
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ.
დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები გილოცავთ სტუდენტობას. წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ! გვჯერა, რომ თქვენი სახით ღირსეული თაობა ეზრდება ჩვენს ქვეყანას! საინტერესო და ღირსეული ცხოვრება გქონდეთ! წარმატებები ჩვენო საამაყოებო“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.