ხელედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს სპორტულ წარმატებას ულოცავენ - ლუკა ბენდელიანი ძიუდოში, საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია
05-09-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ამაყობენ. 

სკოლის მოსწავლემ, ახალგაზრდა ძიუდოისტმა - ლუკა ბენდელიანმა საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა. 

14 ივნისს, ქალაქ ბოლნისში გაიმართა დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეათე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის, სადაც ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლემ 38კგ წონით კატეგორიაში იბრძოლა. მოსწავლემ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დირექცია და პედაგოგები ლუკა ბენდელიანს ულოცავენ საპრიზო ადგილის დაკავებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მას და მის მწვრთნელებს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203