
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
მათ შორის არის ირინა ომანაძე, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს ამაღლებული სტატუსით ხვდება. პედაგოგმა წარმატებით ჩააბარა ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდა.
სკოლაში ირინა ომანაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ირინა ომანაძეს, ინგლისური ენაში, მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას უსურვებენ.