„წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!“ - ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავს
05-09-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ქეთი კოპალიანმა და მარიამ ქომეთიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

ქეთი კოპალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მარიამ ქომეთიანი კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერაიტეტში სწავლას გააგრძელებს „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე“ მიმართულებით „დაწყებითი განათლება“.

სკოლის დირექტორი ნათია კოპალიანი ახალგაზრდებს გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, დღეს კი მათი წარმატებით ხარობს, ამაყობს, რომ მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და სკოლის აღზრდილები ახლა უკვე პროფესიას უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლებიან. 

სკოლის ხელმძღვანელი ქეთი კოპალიანსა და მარიამ ქომეთიანს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

„გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! სიხარული და სიკეთე არ მოგშლოდეთ! წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!“,- წერს დირექტორი ნათია კოპალიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203