
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის ნიჭიერი კურსდამთავრებულის - ლუკა ურთმელიძის წარმატებით ხარობენ.
ლუკა ურთმელიძემ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთარებულს სტუდენტობას ულოცავენ და არჩეული პროფესიის წარმატებით დაუფლებას უსურვებენ.
„ლუკა ურთმელიძეს, ჩვენს ნიჭიერ და გონიერ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სტუდენტობას.
ვიცით და გვჯერა შენ ჩვენს იმედებს გაამართლებ, ღირსეულ ოჯახში გაზრდილი საუკეთესო ადამიანი და ქვეყნისთვის საჭირო პიროვნება იქნები ყველა კეთილი ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებ, შენს სავალ გზებს გაუმარჯოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.