
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი მისი შვილიშვილი გახლავთ.
დირექტორი 4-ვე აბიტურიენტის წარმატებით ხარობს, ტრისტან გუგავა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
„ძალიან გახარებული ვარ. ღვირიშის სკოლის 4 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.
შვილიშვილი საბა უკვე სტუდენტია, ასევე ჩემი ახლობლების თუ მეგობრების ზოგის შვილი და ზოგის შვილიშვილი გასტუდენტდა. ამაზე მეტი სასიხარულო რა უნდა იყოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ სიხარულს!“,- წერს სკოლის დირექტორი.