„გილოცავთ, თითოეულ თქვენგანს ამ უდიდეს წარმატებას“-ცაგერის საჯარო სკოლის 13-ვე აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა 
05-09-2025

ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

წელს, სკოლიდან გამოცდებზე 13 აბიტურიენტი გავიდა და 13-ვე სტუდენტი გახდა. მათგან ორმა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, ორმა- 70%-იანი და ექვსმა - 50%-იანი.

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით. დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„გილოცავთ, თითოეულ თქვენგანს ამ უდიდეს წარმატებას და ულევ სიხარულს გისურვებთ ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203